Tag Archives: პროტეინურიის

პრეეკლამფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრეეკლამფსია – ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის მძიმე ფორმა წინ უძღვის ეკლამფსიის განვითარებას. პერიფერიული შეშუპებების, არტერიული ჰიპერტენზიისა და პროტეინურიის ფონზე ვითარდება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნიშნები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიმძიმის შეგრძნება კეფასა და შუბლის არეში, მხედველობის დარღვევა, სისუსტე, ძილიანობა, ან პირიქით აგზნება, ეიფორია, უძილობა, ხმაური ყურებში. საკმარისია რაიმე

Read More

მწვავე ნეფრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მწვავე ნეფრიტი – დაავადება, რომელიც ხასიათდება თირკმლის გორგლებში ანთებითი ხასიათის ცვლილებებით. ვითარდება იმუნური დარღვევების შედეგად. ჩვეულებრივ თავდაპირველად გამოვლინდება გადატანილი მწვავე ინფექციის შემდეგ (ანგინა, ფარინგიტი). დაავადებას ადგილი აქვს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უფრო ხშირად ახალგაზრდა მამაკაცებში და ბავშვებში. სიმპტომები. ავადმყოფთა ნაწილს აღენიშნება თითქმის უსიმპტომო მიმდინარეობა, ნაწილს კი გამოხატული დარღვევები.

Read More