Tag Archives: პულსური

რეოენცეფალოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეოენცეფალოგრაფია – თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გამოკვლევის მეთოდი, რომელიც დამყარებულია თავის ტვინის ელექტრული წინააღმდეგობის ცვლილების რეგისტრაციაზე, სისხლის ავსებისას წარმოქმნილი პულსური რხევის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რეოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეოგრაფია – სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების სისხლით ავსების პულსური რხევების კვლევის გრაფიკული მეთოდი, რომელიც დამყარებულია ქსოვილების ელექტრული წინააღმდეგობის ცვლილებაზე. გამოიყენება სისხლძარღვების, თავის ტვინის, გულისა და სხვ. ფუნქციის შეფასებისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პლეთიზმოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლეთიზმოგრაფია – (ბერძნ. plethysmos – გადიდება და …გრაფია) მედიცინაში, ფიზიოლოგიაში, ორგანოს ან მისი ნაწილის მოცულობის ცვლილებების განუწყვეტელი გრაფიკული რეგისტრაციის მეთოდი. მოცულობის ცვლილებები განპირობებულია სხვაობით ორგანოში არტერიით მოტანილ და ორგანოდან ვენით გატანილ სისხლის ოდენობებს შორის. ორგანო ან მისი ნაწილი თავსდება პლეთიზმოგრაფში. როდესაც ორგანოს მოცულობა იცვლება ჭურჭელში, ეს რეგისტრირდება

Read More

ლერიშის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლერიშის სიმპტომი – კაროტიდულ – საუღლე ფისტულის არსებობის დროს თავის განზე გადახრისას ფისტულის დამახასიათებელი ნიშნები ქრება. ეს სიმპტომებია: შუილი (რომელიც ძლიერდება პულსური დარტყმის სინქრონულად) და კისრის კანკალი, თავის ტვინის ვენური შეშუპების ნიშნები, რაც მატულობს საუღლე ვენაზე ზეწოლის, გაჭინთვისა და ფიზიკური გადაძაბვის დროს. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More

არტერიული წნევა, პულსური

არტერიული წნევა, პულსური – (სინ.: სისხლის პულსური წნევა, პულსური წნევა) სხვაობა სისტოლურ და დიასტოლურ წნევებს შორის; ნორმა 30 – 60 მმ.ვწყ.სვ. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი