Tag Archives: რიბონუკლეინის

ჰიპოქსანტინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოქსანტინი – პურინის ფუძე, ნუკლეოპროტეიდების ცვლის შუალედური პროდუქტი. წარმოიქმნება ცხოველებისა და ადამიანის ქსოვილებში ნუკლეინის მჟავათა დაშლისას, იჟანგება ქსანტინად, შემდეგ კი – შარდმჟავად. მცირე რაოდენობით შედის რიბონუკლეინის მჟავაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტოგავირუსები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოგავირუსები – (Togaviridae)ვირუსთა ოჯახი, რომელიც მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ ჯგუფს; შეიცავს ერთჯაჭვიან რიბონუკლეინის მჟავას და ნუკლეოკაპსიდს, გარშემორტყმულია ლიპოპროტეიდული გარსით; მათ მიეკუთვნება ადამიანის მრავალი არბოვირუსული დაავადებების გამომწვევები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რიბონუკლეინის მჟავები (რნმ)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რიბონუკლეინის მჟავები (რნმ) – ფოსფორშემცველი ბიოპოლიმერები, რომლებიც გავრცელებული არიან ცოცხალ ბუნებაში და წარმოადგენენ ყველა მიკროორგანიზმის, მცენარეული და ცხოველური უჯრედის, ასევე ვირუსების განუყოფელ კომპონენტს. რნმ წარმოადგენს ცოცხალ ბუნებაში ცნობილი ნუკლეინის მჟავების ორი ცნობილი ტიპიდან ერთ  –  ერთს. რნმ – ის ბიოლოგიური ფუნქცია უკავშირდება მის ცენტრალურ როლს გენეტიკური ინფორმაციის

Read More

რიბონუკლეაზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რიბონუკლეაზები – სპეციალიზირებული ფერმენტების ჯგუფი, რომლებიც შლიან რიბონუკლეინის მჟავებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პურინისფუძეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პურინისფუძეები – პურინები, ბუნებრივი აზოტოვანი ჰეტეროციკლური ნაერთების ჯგუფი; წარმოადგენს პურინის ნაწარმს, რომელიც წარმოიქმნება პირიმიდინისა და იმიდაზოლის რგოლების შერწყმით. დიდ როლს თამაშობენ ცოცხალ ორგანიზმებში, სადაც გვხვდებიან როგორც თავისუფალი სახით, ისე რთული ნაერთების შედგენილობაში. მაგ., ნუკლეინის მჟავებში (ნმ) შედის ადენინი და გუანინი. რიბონუკლეინის მჟავაში (რნმ) პურინის ფუძეები დაკავშირებულია რიბოზასთან,

Read More