Tag Archives: რქებისა

სომატური ნერვული სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სომატური ნერვული სისტემა – –  1. ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც აინერვირებს სხეულის კუნთებს, უზრუნველყოფს ორგანიზმის სენსორულ და მოტორულ ფუნქციებს. ხერხემლიანი ცხოველების ჩონჩხის განივზოლიან კუნთებს ანერვიანებენ ზურგის ტვინის წინა რქებისა და თავის ტვინის ღეროვანი ნაწილის ზოგიერთი მოტორული ბირთვის ე. წ. მოტონეირონები. მათი კოორდინირებული მოქმედება ხორციელდება პირდაპირ ან ჩართული

Read More

რუსი – ლერმიტ – შელვენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რუსი – ლერმიტ – შელვენის სინდრომი – (G.  Roussy,   ფრან. ნევროპათოლოგი და პათოლოგანატომი;  J.  J.   Lhermitte, ფრანგ. ნევროპათოლოგი; Schelven)  ტეტრაპლეგიის ან ქვედა პარაპლეგიის შერწყმა პროპიოცეპტული მგრძნობელობის დარღვევასთან, ტკივილისა და ტემპერატურული მგრძნობელობის შენარჩუნებისას, ასევე მოძრაობის კოორდინაციის მოშლასთან (ატაქსია, ასინერგია); აღინიშნება ზურგის ტვინის უკანა რქებისა და სვეტების დაზიანების დროს.

Read More

დიაფრაგმული ნერვის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიაფრაგმული ნერვის სინდრომი – დიაფრაგმის პარეზი; ვლინდება ხველების ბიძგის სისუსტითა და დიაფრაგმის მაღლა დგომით და უმოძრაობით, რაც კარგად ჩანს რენტგენოლოგიური გამოკვლევით. მუცლის ფარზე აღინიშნება სუნთქვითი მოძრაობების პარადოქსული ხასიათი (ფერდქვეშა არეების ჩამოვარდნა შესუნთქვაზე და ამოვსება – ამოსუნთქვაზე). აღინიშნება დიაფრაგმული ნერვის და ზურგის ტვინის კისრის III – IV სეგმენტების

Read More