Tag Archives: რქების

პირველადი გვერდითი სკლეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირველადი გვერდითი სკლეროზი – ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადება: მამოძრავებელი ნეირონების დაავადების ვარიანტი, რომლის დროსაც ზიანდება მხოლოდ ცენტრალური მამოძრავებელი ნეირონები და პირამიდული ტრაქტები. ვლინდება სპასტიური ტეტრაპარეზით ან ქვედა პარაპარეზით. განსხვავებით გვერდითი ამიოტროფული სკლეროზისაგან, არ აღინიშნება ზურგის ტვინის წინა რქების პერიფერიული მამოძრავებელი ნეირონების კლინიკური ან ელექტრომიოგრაფიული ნიშნები. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

პირამიდული სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირამიდული სისტემა – (tractus yramidalis) ეფერენტული ნერვული ბოჭკოების სისტემა, რომლებიც აკავშირებენ თავის ტვინის მამოძრავებელ ცენტრებს ქალა – ტვინის ნერვების მამოძრავებელ ბირთვებთან და ზურგის ტვინის წინა რქების ბირთვების უჯრედებთან;  მონაწილეობენ რთული, ნატიფი მოძრაობითი აქტების კოორდინაციაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და

Read More