Tag Archives: სარქველი

ვალვულ

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვალვულ – (ვალვულო – ; ლათ. valvula კნინობითი valva – დან კარის საგდული; valvula სარქველი) რთული სიტყვების შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს სარქველებთან დაკავშირებულს (უპირატესად გულის) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ენდოკარდიტი

ენდოკარდიტი endocarditis ენდოკარდიტი – გულის სარქვლის ან კედლისმიერი ენდოკარდის ანთება რევმატიზმის, იშვიათად ინფექციების, მათ შორის სეპტიკური და სოკოვანი ინფექციების, ასევე კოლაგენოზებისა და ინტოქსიკაციების (ურემია) დროს. ქვემწვავე (გახანგრძლივებული) სეპტიკური ენდოკარდიტი (ინფექციური ენდოკარდიტი) წარმოადგენს სეპტიკურ დაავადებას ინფექციის ძირითადი კერის გულის სარქველებზე ლოკალიზაციით, იშვიათად კედლისმიერ ენდოკარდზე. ენდოკარდიტის ეტიოლოგია. ხშირად დაავადების გამომწვევია სტრეპტოკოკები ან სტაფილოკოკები, იშვიათად გრამუარყოფითი ბაქტერიები, პნევმოკოკები,

Read More