საშვილოსნოს სიმსივნეები
საშვილოსნოს სიმსივნეები
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე
საშვილოსნოს სხეულის სიმსივნე
საშვილოსნოს სხეულის სიმსივნე შემთხვევათა 75%-ში დაავადება დიაგნოსტირდება მენოპაუზის პერიოდში, 18%-ში მენოპაუზის წინ, ხოლო 7%-ში 40 წლის ასაკამდე.
რისკის ფაქტორებია: სიმსუქნე, დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადება. საშვილოსნოს სხეულის კიბო;
ძირითადი სიმპტომია საშოდან სისხლდენის დარღვევა (მენოპაუზის, ან მენსტრუაციებს შორის პერიოდში). ტკივილი მენჯში და სუნიანი გამონადენი – ნიშანია დაავადების გვიანი სტადიისა.
დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია საშვილოსნოს ყელის არხისა და საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა და შემდგომი ჰისტოლოგიური კვლევა. დიაგნოსტიკის ციტოლოგიური მეთოდი ნაკლებად საიმედოა, ისევე, როგორც ჰისტეროგრაფია და ჰისტეროსკოპული გამოკვლევები.