Tag Archives: სენსიბილიზაციის

პროფესიონალური ეგზემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროფესიონალური ეგზემა – (კანისა და ვენ. დაავ.) ვითარდება სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ (ქიმიური, ფიზიკური, მექანიკური) კანის სენსიბილიზაციის შედეგად. უპირატესად ლოკალიზებულია მტევნების უკანა ზედაპირებზე, წინამხრებზე, სახეზე და კისერზე. ჭეშმარიტი ეგზემისგან განსხვავებით გამოირჩევა ნაკლებად გამოხატული პოლიმორფიზმით, გამწვავებების არარსებობითა და შესაბამისი გამაღიზიანებლის მოცილების შემდეგ, სწრაფი გამოჯანმრთელებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

პიოალერგიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიოალერგიდები – (pyoallergida; პიო – + ალერგიდები; სინ. პიემიდები) ალერგიული გამონაყარი პიოდერმიის დროს, რომელიც ვითარდება ორგანიზმის სენსიბილიზაციის შედეგად მისი გამომწვევისადმი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კანის სინჯები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კანის სინჯები – ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმის სპეციფიკური სენსიბილიზაციის გამოვლენის სადიაგნოსტიკო მეთოდი, რომლის დროსაც ახდენენ კანის გავლით ალერგენის შეყვანას და კანის ანთებითი რეაქციის შეფასებას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა