Tag Archives: სენსიტიური

სენსიტიურობა, სენსიტიური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

1. სენსიტიურობა – (ფსიქოლოგია) (ლათ. sensus – გრძნობა, შეგრძნება) – ადამიანის დამახასიათებელი თავისებურება, რომელიც გამოიხატება მასზე გადამხდარი მოვლენებისადმი მომატებული მგრძნობელობით, მიმდინარე მომატებული აფორიაქებით, ახალი სიტუაციების, ადამიანების, მოვლენების შიშით. სენსიტიური ადამიანებისათვის დამახასიათებელია მოუხერხებლობა, სიმორცხვე, შთაბეჭდილებიანობა, გარდასული ან მომავალი მოვლენების ხანგრძლივი განცდა, უკმარისობის გრძნობა (იხ. არასრულფასოვნების კომპლექსი), საკუთარი თავისადმი მორალური მოთხოვნილების მომატების განვითარების ტენდენციით.

Read More

რუსილევის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რუსილევის სინდრომი – მემკვიდრეობითი პოლინევროპათიის იშვიათი ვარიანტი, რომელიც ვლინდება სიცოცხლის პირველ წლებში წვივის კუნთების,  შემდეგ კი მტევნების ატროფიით და სისუსტით, არეფლექსიით და სენსიტიური ატაქსიით, რომელიც გამოწვეულია ღრმა მგრძნობელობის დარღვევით. გაფრთხილება! ბმულები: 1.დიეტები 2.ორსულობა და მშობიარობა

დისტაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დისტაზია – წონასწორობის დარღვევა; შესაძლებელია გამოწვეული იყოს ატაქსიით (ნათხემის, სენსიტიური, ვესტიბულარული), პოსტურალური რეფლექსების დარღვევებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

განგლიონიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი განგლიონიტი – (ბერძ. ganglion – კვანძი) ზურგის ტვინის ან ქალას ვეგეტატიური ან სენსორული განგლიების ანთება. ზურგის ტვინის განგლიების დაზიანება ვლინდება ყველა სახის მგრძნობელობის გენერალიზებული დაზიანებითა და სენსიტიური ატაქსიით. ხშირად განგლიონიტის გამომწვევია სარტყლისებრი ლიქენის ვირუსი და ვლინდება ჰერპესული გამონაყრით და მგრძნობელობის მოშლით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More