Tag Archives: სიბერის

მარაზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარაზმი – ფსიქიკური მოქმედების რღვევის მდგომარეობა, რომელიც მიმდინარეობს უკიდურესი ფიზიკური გამოფიტვით; ვითარდება როგორც სიბერის შედეგი ან როგორც მძიმე ქრონიკული დაავადების შედეგი, რომელიც აზიანებს ძირითადად ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და მიმდინარეობს თავის ტვინის პროგრესირებადი ატროფიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დაბერება

დაბერება – საზოგადოდ – ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების დაქვეითება. ფიზიოლოგიური დაბერება ბუნებრივი პროცესია, რომელიც მოწიფულობის პერიოდს მოსდევს. პათოლოგიური დაბერება გამოწვეულია სხვადასხვა დაავადებებითა და არახელსაყრელი გარემო პირობებით.დაბერება – ასაკობრივი ცვლილებების წარმოქმნა ორგანიზმში, რომელიც იწვევს მისი ადაპტაციური შესაძლებლობების შეზღუდვასა და სიბერის დადგომას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გეროჰიგიენა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გეროჰიგიენა – გერონტოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ადამიანის დაბერების პროცესის კანონზომიერებებსა და ამ პროცესზე ცხოვრების პირობებისა და წესების ზეგავლენას; შეიმუშავებს ღონისძიებებს ნაადრევი დაბერებისა და პათოლოგიური სიბერის თავიდან ასაცილებლად და აქტიური დღეგრძელი ცხოვრების პირობების შესაქმნელად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გერიატრია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გერიატრია – გერონტოლოგიის დარგი. შეისწავლის სიბერის დაავადებებს, მათ გამომწვევ მიზეზებს, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა