Tag Archives: სიბრმავის

ქერქისმიერი სიბრმავე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქერქისმიერი სიბრმავე – მხედველობის დარღვევა, განპირობებული თავის ტვინის კეფის წილის ორმხრივი დაზიანებით. განსხვავებით ორმხრივი სიბრმავისაგან, რომელიც გამოწვეულია მხედველობის ნერვების დაზიანებით, ქერქისმიერი სიბრმავის დროს შენარჩუნებულია გუგების რეაქციები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სიმპათიკური ოფთალმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპათიკური ოფთალმია – (თვალის დაავ.) მძიმე ქრონიკული ირიდოციკლიტი, რომელიც ვითარდება დაუზიანებელ თვალში მეორე დაზიანებული თვალის, დუნედ მიმდინარე ტრავმული ირიდოციკლიტის დროს (გამჭოლი ჭრილობები, თვალზე ოპერაციების შემდეგ, რქოვანას პერფორირებული წყლული).  ეტიოლოგია ბოლომდე დადგენილი არ არის. სიმპტომები. დაუზიანებელი თვალის დაავადება ვლინდება ჭრილობიდან არა ნაკლებ 12 დღისა, ხშირად  – 3 –

Read More

პოლიმიალგია რევმატიული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიმიალგია რევმატიული – (ბერძ. Poly მრავალი + მიალგია) ხანშიშესულ პირთა დაავადება, რომელიც ხასიათდება მხრისა და მენჯის სარტყლის კუნთების ტკივილებითა და შებოჭილობით. დაავადება იწყება უეცრად, ძლიერი ტკივილებით მხრის სარტყლის, კისრის, ზურგის კუნთებში; შემდეგში პათოლოგიურ პროცესში ერთვება მენჯის სარტყლის კუნთები. ამავდროულად ავადმყოფებს აღენიშნებათ შებოჭილობა, განსაკუთრებით დილაობით; ხშირად მატულობს ტემპერატურა,

Read More

ალპერსის სინდრომი

ალპერსის სინდრომი – (В. J. Alpers, ამერ. ნეიროქირურგი; სინ. ტვინის პოლიდისტროფია პროგრესული) ბავშვებში სიბრმავის, კრუნჩხვების, კუნთოვანი ტონუსის სპასტიკური ცვლილებების, მიოკლონუსის, ჭკუასუსტობის განვითარება, რაც უკავშირდება ტვინის რუხი ნივთიერების დეგენერაციულ ცვლილებებს; აქვს მემკვიდრეობითი ხასიათი, გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი