Tag Archives: სინაფსი

სინაფსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინაფსი – 1. სტრუქტურა (კონტაქტის ადგილი), რომელიც უზრუნველყოფს ნერვული იმპულსის გადაცემას რომელიმე უჯრედზე ან კუნთოვან ბოჭკოზე, ასევე ერთი ნეირონიდან მეორეზე. 2. სინაფსი – ნეირონის მეორე ნეირონთან, კუნთთან ან სხვა ორგანოსთან კონტაქტის ადგილი, რომლის საშუალებითაც ხდება აგზნების ან შეკავების გადაცემა. 3. სინაფსი – ნერვული უჯრედების შეკავშირების ადგილი (ნეირონების)

Read More

ნეირონთაშორისი სინაფსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეირონთაშორისი სინაფსი – (synapsis interneuralis) – ერთი ნეიროციტის მორჩის მეორე ნეირონის სხეულთან ან მორჩთან კავშირის ფორმა, ახორციელებს ნერვული იმპულსის გადაცემას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კონიუგაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კონიუგაცია – (ლათ.conjugatio  დაახლოება, შეერთება, სინაფსისი, სინდეზი, პარასინაფსისი, პარასინდეზი) პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების მეიოზის პროფაზაში ჰომოლო­გიური ქრომოსომების დაახლოების პროცესი წყვილების წარმოქმნით. კონიუგაცია განაპირობებს დაახლოებული ჰომოლოგიური ქრომოსომების გენებისა და მთელი უბნების ურთიერთგაცვლის შესაძლებლობას. ტერმინი შემოიღო ბოვერიმ (1892). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი

Read More