Tag Archives: სიყვითლით

ცხელება ჰემოგლობინურიული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხელება ჰემოგლობინურიული – (febris haemoglobinurica) 1. (სინ.: ჰემოგლობინურია მალარიული, ჰემოგლობინურია) მალარიის მძიმე გართულება, რომელიც წარმოიქმნება ქინინი მიღების შემდეგ, ხასიათდება მწვავე ჰემოლიზით და ვლინდება ჰემოლიზური სიყვითლით, ჰემოგლობინურიით, პოლაკიურიით, ცხელებით, ტკივილით წელის არეში, ღებინებით; 2. ცხელება, რომელიც ვითარდება ნებისმიერი წარმოშობის მწვავე მასიური სისხლძარღვშიგა ჰემოლიზით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ყვითელი ცხელება

ყვითელი ცხელება ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია   ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:  ყვითელი ცხელება – განსაკუთრებით სახიფათო ვირუსული დაავადება, რომელიც გავრცელებულია აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში. ინფექციის გამომწვევის წყაროა ადამიანები და მაიმუნები, გადამტანები – კოღოები. დაავადება ხასიათდება მაღალი ცხელებით, სიყვითლით, სისხლდენებით. მკურნალობის სპეციფიკური მეთოდები არ არსებობს. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ

Read More

ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი

ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი – . ქოლეცისტიტი – ნაღვლის ბუშტის ანთება; შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ და ქრონიკულად.  ქრონიკული ქოლეცისტიტი წყნარ პერიოდში ვლინდება ტკივილებით მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, გულისრევით, იშვიათად – ღებინებით, ცუდი მადით, პირის ღრუში სიმწარით. აღნიშნული ჩივილები შესაძლოა გამოვლინდეს დიეტის დარღვევისას, ცხიმიანი საკვების მიღებისას. ავადმყოფის გამოკვლევით აღინიშნება მტკივნეულობა მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში. დიაგნოზი შესაძლოა დადასტურდეს სპეციალური გამოკვლევებით (დუოდენალური ზონდირებისას

Read More

ქოლესტაზი

ქოლესტაზი – (ბერძ. chole – ნაღველი და stasis – შეგუბება)  პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ნაღვლის გადასვლის შემცირებით თორმეტგოჯა ნაწლავში მისი წარმოქმნის, ექსკრეციის და (ან) გამოყოფის დარღვევის გამო. შესაძლებელია იყოს ღვიძლგარეშე (სანაღვლე გზების კენჭებით დაცობისას) და ღვიძლშიდა (ჰეპატიტები, ქოლანგიტები), ასევე მწვავე და ქრონიკული, სიყვითლით და უსიყვითლოდ მიმდინარე. გამოვლინებები: კანის ქავილი, სიყვითლე, შეწოვის დარღვევა, ქსანთომები, სისხლის ბიოქიმიური

Read More

ქოლემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლემია – ორგანიზმის თვითმოწამვლა ნაღვლის შემადგენელი ნაწილებით, უპირატესად ნაღვლის მჟავებით, რომელიც გროვდება სისხლში ნაღვლის შეგუბებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს; ვლინდება კანის ქავილით, პულსის შენელებით, არტერიული წნევის დაცემით, სიყვითლით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა