Tag Archives: სპერმატოციტებისა

სპერმატოცელე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმატოცელე – სათესლის ან მისი დანამატის ცისტა, რომელიც შეიცავს სითხეს სპერმატოციტებისა და სპერმატოზოიდების შენარევით. შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. ჩვეულებრივ სპერმატოცელე ნელა იზრდება და არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს. აუცილებლობისას ატარებენ ოპერაციულ მკურნალობას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სპერმატოგონიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმატოგონიები – (spermatogonia ბერძნ.sperma  –  თესლი და gonos  –  დაბადება)  –  სათესლის სპერმატოგენული ეპითელიუმის კამბიური  უჯრედები, რომელთაგან სპერმატოგენეზის პროცესში პირველი და მეორე რიგის სპერმატოციტებისა და სპერმატიდების სტადიებით ვითარდება მომწიფებული მამრობითი სასქესო  უჯრედები  –  სპერმატოზოიდები. არჩევენ პირველად (დიდ) და მეორად (მცირე) სპერმატოგონიებს. ისინი შეიცავენ ქრომოსომების დიპლოიდურ ნაკრებს და

Read More