Tag Archives: სტრომაში

ნაწლავის ხაო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაწლავის ხაო – (villus intestinalis) ლორწოვანი გარსის თითისებრი და ფოთლისებრი ფორმის გამონაბურცი, დაფარული ერთშრიანი ცილინდრული ეპითელიუმით, რომელშიც არჩევენ სამი სახის უჯრედებს, რომლებიც ლოკალიზდებიან ბაზალურ მემბრანაზე. ხაოს შემაერთებელქსოვილოვან სტრომაში ერთეული გლუვი კუნთოვანი უჯრედები, სისხლისა და ლიმფური კაპილარებია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

ინტერსტიციური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინტერსტიციური უჯრედები – (cellulae interstiticae ლათ. inter – შორის და sto – ვდგავარ) – მეზენქიმური წარმოშობის ეპითელიოი­დური უჯრედები, რომლებიც მდებარეობენ სათესლის კლაკნილ მილაკებს შორის შემაერთებელქსოვილოვან შუაშრეებში. ვარაუდობენ, რომ ეს უჯრედები გამოიმუშავებს მამაკაცის სასქესო ჰორმონს. სინ.შუალედური უჯრედები ანუ ლეიდიგის უჯრედები (glandulocyti testis), ინტერსტიციური უჯრედებია აგრეთვე საკვერცხის სტრომაში. მსგავსი

Read More

დიმორფიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიმორფიზმი – (დი – + ბერძ. morphe ფორმა) ერთ პოპულაციაში ან ბიოლოგიურ სახეობაში ორი ფორმის არსებობა, რომლებიც განსხვავდებიან მორფოფიზიოლოგიური ნიშნებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა