Tag Archives: ტალღა

უნდულირებადი მემბრანები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უნდულირებადი მემბრანები – (membranae undulatae ლათ. undula – ტალღა) ციტოპლაზმის ფირფიტოვანი წანაზარდები, რომ­ლებსაც შეუძლიათ უჯრედის გარშემო თხიერ გარემოში ტალღი­სებური რხევითი მოძრაობის გამოწვევა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ნერვული იმპულსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნერვული იმპულსი – აგზნების ტალღა, რომელიც ვრცელდება ნერვული ბოჭკოს მიმართულებით. წარმოიქმნება ნერვული უჯრედის (ნეირონის) გაღიზიანებით. გადასცემს სიგნალებს პერიფერიული მგრძნობიარე ნერვული ბოლოდან (რეცეპტორიდან) ცენტრალურ ნერვულ სისტემას და მისგან – შემსრულებელ ორგანოს (კუნთებს, ჯირკვლებს) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კორიგანის პულსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კორიგანის პულსი – ნახტომისებური პულსი, რომლის დროსაც ძლიერი ტალღა იცვლება არტერიის შევსების სრული არარსებობით. სიმპტომი ვლინდება არტერიული უკმარისობის, ძლიერი ანემიის, აორტის შევიწროებისა და სისტემური არტერიოსკლეროზის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კოლორადოს ცხელება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოლორადოს ცხელება – (სინ.: კოლორადოს ტკიპისმიერი ცხელება) გამომწვევი მიეკუთვნება არბოვირუსების ჯგუფს; გადამტანია ტყის ტკიპა. ადამიანები ავადდებიან ტკიპის კბენით. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 3 – 6 დღეს. დაავადება ვითარდება სწრაფად; იწყება შემცივნებით და ტკივილებით მთელს სხეულში. დამახასიათებელია თავის ტკივილი, რეტროორბიტალური ტკივილები, გულისრევა, კანის ჰიპერესთეზია. ტემპერატურა სწრაფად მატულობს 39 –

Read More

დიკროტია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიკროტია – dicrotia ორტალღიანი პულსი, როდესაც გულის ყოველ შეკუმშვას მოსდევს ორი ტალღა პულსის მრუდზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა