Tag Archives: ტემპერატურა

ფაღარათი ახალშობილებში

ახალშობილის განავალი ფაფისებრი, ან უფრო თხევადი კონსისტენციის, ღია-მოყვითალო შეფერილობისაა, ზოგჯერ თეთრი ხაჭოსებრი ნაწილაკების შემცველობით. ახალშობილს კუჭის მოქმედება შეიძლება ჰქონდეს როგორც ყოველი კვების შემდეგ, ასევე დღეში 2-3-ჯერ.

ზრდასთან ერთად ბავშვებს, რომლებიც ძუძუთი კვებაზე არიან, კუჭის მოქმედება აქვთ იშვიათად, თუმცა პატარა თავს კარგად გრძნობს. ძუძუთი კვების დროს ახალშობილის განავალში ერთჯერადად უმნიშვნელო რაოდენობის ლორწო, წითელი ან მწვანე შეფერილობა – ეს ნორმაა მაშინ, თუ პატარა კარაგად მატულობს წონაში, თვითშეგრძნება კარგი აქვს და მადაც შენარჩუნებული აქვს.

ბავშვის შერეული კვების დროს განავალი შედარებით უფრო ბლანტი და მკვრივია, კუჭის მოქმედება კი ჩვეულებრივ 1-ჯერ 36 სთ-ის განმავლობაში; შეფერილობა შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი (დამოკიდებულია საკვების შემადგენლობაზე, მაგ: თუ საკვები ახალია, შეფერილობა მოყვითალო ან მოყავისფროა, ხოლო თუ საკვებში შედის ჰიდროლიზებული ცილა, მაშინ განავალი მომწვანო შეფერილობისაა). ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ პატარას განავალი უფერულია, ბევრი ლორწოვნით, წყალწყალა ან პირიქით მკვრივია და მშრალი.

Read More

ვაზოაქტიური

განმარტებითი ლექსიკონი ვაზოაქტიური – სისხლძარღვების, განსაკუთრებით არტერიების, სანათურის ტონუსზე და დიამეტრზე მოქმედი.ვაზოაქტიურს მიეკუთვნებიან ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ემოციური აგზნება, არტერიული წნევა, ნახშირორჟანგის შევცველობა ჰაერში და გარემოს ტერპერატურა.ზოგირთი მათგანი ზეგავლენას ახდენს უშუალოდ სისხლძარღვებზე, სხვები კი თავდაპირველად მოქმედებენ თავის ტვინის ვაზომოტორულ ცენტრზე და შემდეგ იქედან ინფორმაცია გადაეცემა სისხლძარღვებს.

წყლის ცხელება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წყლის ცხელება – იწვევს ლეპტოსპირა, ხასიათდება კლინიკურად ლეპტოსპიროზის სურათით. გადაცემა ხდება მინდვრის თაგვით ადამიანიდან – ადამიანზე გადაცემა არ ხდება. ამიტომ ინფექცია თავდება ერთი ავადმყოფით. დაავადება იწყება ერთბაშად, ტემპერატურის მომატებით, აღინიშნება ბრადიკარდია, ჰიპოტონია, ჰეპატო – ლიენური სინდრომი. მიმდინარეობა კეთილთვისებიანია. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ცხვირის ფურუნკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის ფურუნკული – მწვავე ჩირქოვანი ანთება. სიმპტომები. ჰიპერემია, შეშუპება და მტკივნეულობა, განსაკუთრებით ცხვირი წვერზე და ფრთებზე ხელის შეხების დროს, ცხვირის შესავლის შიგნითა ზედაპირზე შესიება და სიწითლე. ზოგჯერ ტემპერატურის ზომიერი მომატება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცხვირის კარიბჭის ფურუნკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის კარიბჭის ფურუნკული – წარმოიქმნება ტრავმების და განაკაწრების დროს სტაფილოკოკური ინფექციის შეღწევით ცხვირის შესავალის ცხიმოვან ჯირკვლებსა და თმის ფოლიკულებში. გასაკუთრებით ხშირია ფურუნკულოზისადმი მიდრეკილ პირებში. სიმპტომები, მიმდინარეობა. ძლიერი ტკივილი, რომელიც ხშირად გადაეცემა საფეთქელში, კბილებში, თვალში. კანი ცხვირის წვერზე და ფრთებზე გათხელებული, ჰიპერემიული, დაჭიმული და ძალიან მტკივნეულია შეხებისას. სხეულის

Read More