Tag Archives: ტივობა

რიტმის წამყვანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რიტმის წამყვანი – 1. უჯრედთა ჯგუფი, რომელთაც უნარი აქვთ მოახდინონ აგზნების რიტმული იმპულსების გენერირება, რომელიც ვრცელდება სხვა უჯრედებზე. გულში რიტმის წამყვანის როლს ნორმის პირობებში ასრულებს სინუსური კვანძი. იგი ახდენს იმპულსების გენერირებას, რაც იწვევს გულის აგზნებას საშუალო სიხშირით – წუთში 60 – 100 და აქვეითებს სხვა პოტენციური რიტმის

Read More

პროლაქტინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროლაქტინი – (სინ.: ლაქტოგენური ჰორმონი, ლუთეოტროპული ჰორმონი, ლუთეოტროპინი, მამოტროპინი) ჰიპოფიზის წინა წილის მიერ პროდუცირებული ცილოვანი ბუნების ჰორმონი; გააჩნია მაღალი ბიოლოგიური აქტივობა. პროლაქტინი ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლების ზრდას და განვითარებას, ააქტიურებს ლაქტაციას, ასტიმულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ზრდასა და ფუნქციას, ასევე შინაგანი ორგანოების ზრდას. არეგულირებს რეპროდუქციულ პროცესებს, ასტიმულირებს დედობრივი ინსტიტიქტის გამოვლინებას.

Read More