Tag Archives: ტინის

ჰიპონატრიემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპონატრიემია – სისხლის შრატში ნატრიუმის შემცველობის დაქვეითება. მიზეზები – ნატრიუმის არასაკმარისი შესვლა ორგანიზმში საკვებთან ერთად, მისი გაძლიერებული გამოყოფა ორგნიზმიდან, ორგანიზმში წყლის მომატებული შესვლა, ჰიპოკორტიციზმი და სხვ. გამოვლინებები უპირატესად ნევროლოგიურია, თავის ტინის უჯრედების გაფუების გამო (ცნობიერების დარღვევა, კრუნჩხვები და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

შრატისმიერი რკინა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრატისმიერი რკინა – შრატის არაჰემინური რკინა, ანუ ტრანსფერინისა და ფერიტინის (იხ.) რკინა; ანუ რკინის ძირითადი რეზერვი, რომელსაც ორგანიზმი იყენებს საჭიროების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პოლიგლანდულური უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიგლანდულური უკმარისობა – (ბერძ. Poly მრავალი + ლათ. Glandula ჯირკვალი) კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზური მიდამოს ინფექციური, ტოქსიკური და სხვა დაზიანებების შედეგად, ჰიპოფიზის მიერ ტროპული ჰორმონების წარმოქმნის დაქვეითებით ან სრული არარსებობით. სინდრომი ხასიათდება ჰიპოთირეოზით, ჰიპოკორტიციზმით და ჰიპოგონადიზმით, ზრდის ჰორმონისა და პროლაქტინის სეკრეციის დაქვეითებით; ხშირად პოლიგლანდულარული

Read More