Tag Archives: ტრაქტის

ჰიპოპოლივიტამინოზები, პოლიავიტამინოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოპოლივიტამინოზები, პოლიავიტამინოზები – ჰიპოპოლივიტამინოზები, პოლიავიტამინოზები გაცილებით უფრო ხშირად გვხვდება ვიდრე ერთ  –  ერთი ვიტამინის იზოლირებული შეფარდებითი ან სრული უკმარისობა. ჰიპოვიტამინოზებისა და პოლიავიტამინოზებისა პათოგენეზში საჭიროა გავითვალისწინოთ ზოგიერთი ვიტამინების ურთიერთზეგავლენა, მათ სინერგიზმი და ანტაგონიზმი. კლინიკური სურათი პოლიმორფულია, მაგრამ ძირითადად ვლინდება იმ ვიტამინების უკმარისობის სიმპტომებით, რომელთა ორგანიზმში შესვლა და უტილიზაცია

Read More

ჰიპოკალიემია

ჰიპოკალიემია – სისხლის შრატში კალიუმის დაქვითებული შემცველობა. მიზეზები: კალიუმის არასაკმარისი მიღება საკვებ პროდუქტებთან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია, ჰიპერალდოსტერონიზმი, დიურეტიკებით ხანგრძლივი მკურნალობა და სხვ. ჰიპოკალიემიის ძირითადი გამოვლინებაა – სისუსტე, კრუნჩხვები, გულის რიტმის დარღვევები. მკურნალობა – კალიუმის პრეპარატები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

აფთოზური სტომატიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აფთოზური სტომატიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ეპითელის ჩანასახოვანი შრის გაღიზიანება ჰერპესის ვირუსით. განპირობებულია იმუნოლოგიური დაცვის დაქვეითებით; განიხილება ასევე როგორც კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სისტემური დაზიანების გამოვლინება. ავადდებიან უპირატესად ბავშვები. სიმპტომები: მოთენთილობა, ნერწყვდენა, საკვებზე უარის თქმა, პირის ღრუს ლორწოვანის ჰიპერემია, ლოყებზე, ენაზე, ტუჩებზე, სასაზე აფთების წარმოქმნა –

Read More

აორტის სტენოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აორტის სტენოზი – გულის მანკი: აორტის გამომტანის ტრაქტის შევიწროება, რაც აძნელებს სისხლის გამოდენას მარცხენა პარკუჭიდან. შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი (რევმატიზმის, ათეროსკლეროზის დროს). ვლინდება სტენოკარდიით, გულის წასვლით, გულის უკმარისობით. დათვალიერებისას ვლინდება მარცხება პერკუჭის გადიდების ნიშნები და სპეციფიკური აუსკულტაციური სურათი. დიაგნოზი ზუსტდება ექოკარდიოგრაფიით. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული

Read More

ანორექსია ნევროგენული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანორექსია ნევროგენული – ადრეული ასაკის ბავშვებში ამ დაავადების მიზეზები შესაძლებელია იყოს პოსტჰიპოქსიური ენცეფალოპათია, მუცელშიგა ჰიპოტროფიის ნევროპათური ფორმა, ძლიერი შიში, არასწორი ან იძულებითი კვება, ბავშვის იზოლაცია და სხვ. ნევროგენური ანორექსია შესაძლებელია განპირობებული იყოს ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზურ სისტემაში არსებული დარღვევებით, წარმოადგენდეს შიზოფრენიის ან სხვა ფსიქიკური დაავადების დასაწყისს. კლინიკური სურათი.

Read More