Tag Archives: ტურების

ქრონიკული ტრავმებით განპირობებული კონტრაქტურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული ტრავმებით განპირობებული კონტრაქტურა – (ქირურგ.) კონტრაქტურები, რაც განპირობებულია სხეულის ასიმეტრიულ მდგომარეობაში ხანგრძლივი ყოფნით, უვითარდებათ ასოთამწყობებს, მკერავებს, მევიოლინეებს; კიფოზები – სამუშაოს შესრულებისას მოხრილ მდგომარეობაში ხანგრძლივად ყოფნის შედეგად; მტევნის თითების კონტრაქტურები (ე.წ. მოკუნტული ხელი) აღენიშნებათ ხუროებს, კალათის მქსოველებს, მიწის მთხრელებს და სხ, რაც განპირობებულია მტევნით სამუშაო იარაღის ჩვეულ

Read More

რედრესაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რედრესაცია – 1. (ფრანგ. redresser – გასწორება) მკურნალობის ქიურგიული მეთოდი: კიდურების ან ხერხემლის დეფორმაციის ძალისმიერი გასწორება. გამოიყენება კონტრაქტურების, ფიბროზული ანკილოზების დროს. 2.  სახსრების კონტრაქტურებისა და ხერხემლის ღერძის დეფორმაციების უსისხლო გასწორება რბილი ქსოვილების გაჭიმვით. განასხვავებენ ერთმომენტიან რედრესაციას, როდესაც გასწორება ხდება ერთჯერადად, ეტაპურს – განმეორებითი მანიპულაციებით გარკვეული პერიოდების  შემდეგ,

Read More

ნევროგენური კონტრაქტურები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნევროგენური კონტრაქტურები – (ქირურგ.) ვითარდებიან ტრავმების და ანთებითი პროცესის (იშვიათად ისტერიის) ფონზე, დუნე და სპაზმური დამბლების შედეგად. კუნთების დამბლების და პარეზების ფონზე კონტრაქტურების განვითარება განპირობებულია თავის ტვინში სისხლჩაქცევებით ან ცნს – ის დაავადებებით. ზურგის ტვინის დაავადებების დროს ისინი (კონტრაქტურები) ვლინდებიან ქვედა კიდურებზე. ცნს – ის ზოგიერთი დაავადების

Read More

დამწვრობითი კონტრაქტურები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დამწვრობითი კონტრაქტურები – (ქირურგ.) უხშირესად აღენიშნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ქიმიურ წარმოებაში, ცეცხფარეშებს, მდნობელებს, ლითონის მსხმელებს და ა.შ. კონტრაქტურები, რომლებიც ვითარდება ნაკვეთი ჭრილობების დროს, აღენიშნებათ უპირატესად მეჩუქურთმეებს, გამომჭრელებს, მეწაღეებს (არის მიოგენური, ტენდოგენური და ნევროგენური ხასიათის). მტვირთავებს კონტრაქტურები უვითარდებათ კეფის ან წელის კუნთების გაწყვეტის შედეგად. ფეხბურთელებს კონტრაქტურების აღენიშნებათ

Read More