Tag Archives: ტყვიით

ტელეკის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტელეკის სიმპტომი – (L.  Teleky, გერმ.  ჰიგიენისტი) მტევნის გამშლელების სისუტე; ნიშანია სხივის ნერვის პარეზისა, რაც  განპირობებულია ტყვიით მოწამვლით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რეტრობულბური ნევრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტრობულბური ნევრიტი – (თვალის დაავ.) თვალბუდის უკან მხედველობის ნერვის ანთება ან დისტროფიული ცვლილებები. ეტიოლოგია. თვალბუდეზე ანთებითი პროცესები, მრავლობითი სკლეროზი, მეთილის სპირტით, ქინინით, პლაზმოციდით, ტყვიით, ეთილირებული ბენზინით მოწამვლა, ალკოჰოლურ – ნიკოტინური ინტოქსიკაცია. სიმპტომები. მხედველობა ქვეითდება ერთბაშად ან თანდათანობით. მწვავე მოწამვლებისას აღინიშნება სიბრმავე, სინათლეზე გუგების რეაქციების არარსებობა. ხშირად ვითარდება

Read More

მხედველობის ნერვის ნევრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მხედველობის ნერვის ნევრიტი – მხედველობის ნერვის ანთებითი დაზიანება. მიზეზები შესაძლოა იყოს გაფანტული სკლეროზი, პოსტინფექციური ან პოსტვაქცინური ენცეფალომიელიტი, მეთილის სპირტით ან ტყვიით მოწამვლა. კლინიკურად ვლინდება მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით, მხედველობის ველის ცენტრალური დეფექტით, ტკივილით თვალის კაკალში, თავის ტკივილით დაზიანებულ მხარეზე. ნევრიტის გამოსავალი შესაძლოა იყოს სრული აღდგენა ან ნერვის ბოჭკოების

Read More

ამენორეა

ამენორეა – (გინეკ.) მენსტრუაციის არარსებობა. განარჩევენ ფიზიოლოგიური და პათოლოგიურ ამენორეას. ფიზიოლოგიური ამენორეა გვხვდება სქესობრივ მომწიფებამდე, ორსულობის და ბავშვის ძუძუთი კვების (ყოველთვის არა!) პერიოდში, აგრეთვე ხანშიშესულ და მოხუცებულობით ასაკში მენოპაუზის პერიოდში. კრიპტომენორეა – ფარული (ცრუ) მენსტრუაცია. კლინიკურად გამოიხატება ცერვიკალური არხის შეხორცების, სასქესო ორგანოების განვითარების მანკების ან ერთიანი საქალწულე აპკის შედეგად განვითარებული ამენორეით. პათოლოგიური ამენორეა შესაძლოა განპირობებული

Read More