Tag Archives: ურთიერთსაპირისპირო

ფსიქიკური კონფლიქტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური კონფლიქტი – შინაგანი დაპირისპირებების არსებობა ინდივიდუმის ფსიქიკაში, ურთიერთსაპირისპირო მისწრაფებების, ტენდენციების, დებულებების, მოტივაციების, ემოციებისა და მისთ. დაპირისპირება. შინაგანი კონფლიქტები მთლიანობაში წარმოადგენენ ადამიანის ცხოველქმედების განუყოფელ ნაწილს. მათი წარმოქმნა და გადაწყვეტა – ადამიანის განვითარების ნორმალური გზაა. მაგრამ არსებობენ ისეთი ფსიქიკური კონფლიქტები, რომელთა გადაწყვეტას შესაძლოა თან ახლდეს ფსიქიკური დარღვევები. გაფრთხილება!

Read More

ამფო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ამფო – (ბერძ. ampho ორივე) წინსართი, რომელიც აღნიშნავს ,,ორივე ერთდროულად, ისიც და სხვაც”, ,,ორი ურთიერთსაპირისპირო თვისებების, მოქმედების, ობიექტის არსებობა”.

ამბივალენტური აზროვნება

ამბივალენტური აზროვნება – ხასიათდება ერთდროულად ურთიერთსაპირისპირო აზრების წარმოქმნითა და თანაარსებობით. განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული შიზოფრენიისას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი