Tag Archives: უჯრედ

ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები) – (cellulae adiposae / lipocyti – adipocyti / ) – ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმის მარაგს. ჩვეულებრივ, ამ უჯრედებში ცხიმოვანი ჩანართები ქმნის ერთ დიდ წვეთს, გარშემოკრულს ციტოპლაზმის ვიწრო ფერსოთი, რომელშიც პერიფერიაზე გადაადგილებული ჩხირისებრი ბირთვია (ერთწვეთიანი ადიპოციტი – adipocytus uniguttularis).

Read More

ციტობლასტომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტობლასტომა – (cytoblastoma ბერძნ.cytos – უჯრედი და blastos – ჩანასახი) – ფორმაწარმომქმნელი მასალა, რომლიდანაც, როგორც შეცდომით ფიქრობდნენ XIX საუკუნის შუა პერიოდის მკვლევარნი, წარმოიქმნება უჯრედები მათი თავისუფალი ხელახლა წარმოქმნის გზით. ტერმინი შემოიღო შლეიდენმა (1838). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More