Tag Archives: ფასი

ცისტადენოკარცინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტადენოკარცინომა – (cystadenocarcinoma; ბერძ. Kystis ბუშტუკი + ადენოკარცინომა) ავთვისებიანი სიმსივნე, ჯირკვლოვანი კიბოს ტიპის; წარმოქმნილია ცისტის ეპითელური შრისაგან; განსაკუთრებით ხშირია საკვერცხეებში, სადაც ის შესაძლოა იყოს ორმხრივი. შედარებით იშვიათად ცისტადენოკარცინომა აღინიშნება კუჭქვეშა ჯირკვალში, სანერწყვე ჯირკვლებში და სარძევე ჯირკვლებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შტერნის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტერნის სინდრომი – (К.   Stern)მძიმე ჭკუასუსტობის შერწყმა გუგების რეაქციის გაქრობასთან  და კონვერგენციასთან, ტაცებითი და ტუჩის რეფლექსების არსებობასთან; აღინიშნება თალამუსის ორმხრივი სიმეტრიული ატროფიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა