სტრესი (ფსიქოლოგია) – (ინგლ. stress – დაძაბულობა) 1. ,,ორგანიზმის არასპეციფიკური პასუხი მისადმი წაყენებულ ნებისმიერ მოთხოვნაზე” (გ. სელიე); 2. არასპეციფიკური პასუხი, დაძაბვის ფუნქციონალური მდგომარეობა ორგანიზმის რეაქტიულობისა, წარმოქმნილი ადამიანებსა და ცხოველებში სტრესორის ზემოქმედების პასუხად; 3. ძლიერი არახელსაყრელი, ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედი ზემოქმედება (სინონიმი სტრესორი); 4. ძლიერი, ორგანიზმისათვის არახელსაყრელი ფიზიოლოგიური ან ფსიქოლოგიური რეაქცია სტრესორის ზემოქმედებაზე; 5. ორგანიზმის ძლიერი რეაქცია