Tag Archives: ქორდის

ღერძული ნერგების კომპლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღერძული ნერგების კომპლექსი – (complexus axilaris blasti)   ნერვული სისტემის, ღერძული ჩონჩხის ქორდის და სომატური მუსკუ­ლა­ტურის ნერგების ერთობლიობაა. ქორდიანთა ემბრიოგენეზის დროს ეს ნერგი განლაგდება ღერძის სიმეტრიულად და გაივლის ქორდას ან ხერხემალს. უფრო ზუსტად, ქორდის ზევით მდებარეობს ნერვული ფირ­ფიტა, ქვევით  –  ნაწლავის ენდოდერმა, გვერდით  –  მეზოდერმა. ნერგების ასეთი განლაგება

Read More

პრექორდული ფირფიტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრექორდული ფირფიტა – (lamina prechordalis – ლათ.pre – ადრე, ბერძნ.chorda – სიმი) ემბრიონული ნერგი. ძუძუმწოვრებსა და ფრინველებში ვლინდება გასტრულაციის პროცესში ქორდული მორჩის წინა ნაწილში. პრექორდული ფირფიტის მასალა დასაბამს აძლევს პირის ღრუს, ხახის, საყლაპავის, სასუნთქი გზებისა და ფილტვების ეპითელურ საფარს, აგრეთვე ქორდის წინა ბოლოს და მეზოდერმის წინა ორ

Read More

პირველადი ექტოდერმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირველადი ექტოდერმა – (ectoderma primitivum ბერძნ.ectos – გარეთ, გარედან, derma, dermatos – კანი; სინ.ექტობლასტი, ეპიბლასტი – epiblastus ბერძნ.epi – ზე და blastos – ნერგი, ჩანასახი) ორშრიანი ჩანასახის – ჩანასახოვანი ფარის გარეთა ფურცელი, რომე­ლიც გამოიყოფა დელამინაციის ხერხით. უმაღლეს ხერხემლიანებში იგი პირველადი ექტოდერმაა, რომელიც, საკუთრივ ექტოდერმის გარდა, შე­ი­ცავს აგრეთვე

Read More

პალიგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პალიგენეზი – (paligenesis ბერძნ.palaios – ძველი, genesis – განვითარება) ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების დროს პროცესთა კომპლექსი, რომელიც ასახავს წინაპართა მემკვიდრეობით მიღებული აგებულების ძირიადი ნიშნების გამეორებას, რეკაპიტულაციას. პალიგენეზური ნიშნები არეკლავს ორგანიზმის ფილოგენეზურ განვითარებას, ანუ ისინი რეკაპიტულაციის ნიშნებია. პალიგენეზურ ნიშნად მიჩნეულია ემბრიონული ნერგების ღერძული კომპლექსის განლაგება. აღნიშნული კომპლექსი გასტრულაციის პროცესში

Read More