Tag Archives: შეგრ

სეგრენის (ანუ შეგრენის) სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეგრენის (ანუ შეგრენის) სინდრომი – გარეგანი სეკრეციის ჯირკვლების უკმარისობის სინდრომი. დამახასიათებელია მშრალი კერატოკონიუნქტივიტი, პირის და ცხვირის ღრუს, ხახის სიმშრალე, სანერწყვე ჯირკვლების ჰიპერტროფია და ნერწყვის გამოყოფის უკმარისობა. კუჭის სეკრეციის უკმარისობა ან სრული დათრგუნვა, ჯირკვლის გარეგანი სეკრეციის მოშლა. კანი მშრალია, იქერცლება, დეპიგმენტირებულია, შესაძლოა ეგზემის განვითარება. დამახასიათებელია ქრონიკული პოლიართრიტი, კბილების

Read More

ნეირონოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეირონოპათია – (ბერძ. neuron – ძარღვი, ნერვი) პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ზურგის ტვინის წინა რქების მოტორული ნეირონების სხეულების ან ზურგის ტვინის განგლიების სენსორული ნეირონების პათოლოგიურ პროცესში ჩართვით. მოტორული ნეირონოპათია ვლინდება კუნთების სისუსტით, ტონუსის დაქვეითებითა და ატროფიით, რომელთაც ანერვიანებს დაზიანებული უჯრედთა ჯგუფი და არც თუ იშვიათად ატარებს პარანეოპლასტიკურ

Read More

მარინესკუ – შეგრენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარინესკუ – შეგრენის სინდრომი – (G. Marinescu რუმინ. ნევროპათოლოგი; K. G. T. Sjogen შვედი ფსიქიატრი და ნევროპათოლოგი)იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება თანდაყოლილი ორმხრივი კატარაქტით, ოლიგოფრენიით და ზურგისტვინ – ნათხემოვანი ატაქსიით. კლინიკურად ვლინდება ადრეულ ასაკში. სიბრმავე ვითარდება ორმხრივი კატარაქტის შედეგად, ირღვევა მოძრაობის კოორდინაცია, მოგვიანებით ვლინდება გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა.

Read More

გუჟერო – შეგრენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გუჟერო – შეგრენის სინდრომი – (Н. Е. Gougerot, ფრან. დერმატოლოგი; Н. S. С. Sjogren, შვედი ოფთალმოლოგი) უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც ხასიათდება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების – საოფლე, სანერწყვე, საცრემლე და სხვ. უკმარისობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გრეფე – შეგრენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გრეფე – შეგრენის სინდრომი – (А. Graefe, გერმ. ოფთალმოლოგი; Т. Sjogren შვედი ფსიქიატრი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ოლიგოფრენიით, შიზოფრენიისებრი სინდრომით, ნათხემოვანი ატაქსიით, სიყრუით ან სმენის დაქვეითებით, პიგმენტური რეტინიტით, კატარაქტით, რაც ხშირად შერწყმულია ტანდაბლობასთან, მიკროცეფალიასთან, ტერფების დეფორმაციასთან და ხერხემლის გამრუდებასთან; გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More