Tag Archives: შეგუება

უჯრედის ადაპტაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ადაპტაცია – (adaptatio cellulae ლათ.adaptatio – შეგუება, შეწყობა) – უჯრედის შეგუება მისი არსებობის კონკრეტულ პირობებთან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ევოლუციური პროგრესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ევოლუციური პროგრესი – ცოცხალ ორგანიზმთა ისტორიული განვითარების პროცესში მათი სრულყოფისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის შედეგად გარემო პირობებთან უკეთ შეგუება, გამრავლება და ფართოდ გავრცელება. ხორციელდება არომორფოზის, იდიოადაპტაციების ან დეგენერაციის გზით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

არომორფოზი

არომორფოზი – იგივეა, რაც აროგენეზი. იგი წარმოადგენს ევოლუციური პროგრესის მთავარ გზას, რომელიც ორგანიზმის მკვეთრი, ადაპტური ბუნების მქონე გარდაქმნების შედეგად მიმდინარეობს. ამ დროს იზრდება ორგანიზმის ორგანიზაცია, გარემო პირობებისადმი შეგუება, კონკურენტუნარიანობა და გავრცელების არეალი. არომორფოზის მაგალითია გულის ოთხსაკნიანობის წარმოქმნა – ხერხემლიანებისათვის, ცოცხალმშობიარობა – ძუძუმწოვრებში და მრავალი სხვა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

Read More

ადაპტაცია

ლალი დათეშიძე ადაპტაცია – (ლათ.adaptatio – შეგუება) ორგანიზმის შეგუება მისი არსებობის კონკრეტულ პირობებთან. არჩევენ ორგანიზმის ფუნქციურ და ფილოგენეზურ ადაპტაციას. ფუნქციური ადაპტაცია გამოხატულია განვი­თარებად ორგანიზმებში სტრუქტურისა და ფუნქციის მჭიდრო ურთიერთ­კავშირით. უჯრედთა ფუნქციური ადაპტაცია ჰისტოგენეზის ერთ – ერ­თი კანონზიმიერებაა. ფუნქციური ადაპტაციის გამოვ­ლინების ფორმად ჰის­ტოგენეზში შესაძლებელია იყოს უჯრედული დიფერენცირების ასინ­ქრონიზმი, უჯრედის კვდომა „ფიზიოლოგიური დეგენერაციის“ დროს და სხვ. ფილოგენეზური

Read More