Tag Archives: შეგუებითი

პრემორბიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრემორბიდი – დაავადების წინამორბედი და მისი განვითარების ხელშემწყობი მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის დამცველობითი და შეგუებითი ძალები მეტად გადაძაბული ან დასუსტებულია. შესაძლოა გადავიდეს დაავადების გამოხატულ ფორმაში ან რამდენიმე ხნის შემდეგ დამთავრდეს ორგანიზმის ფუნქციის ნორმალიზაციით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პირობითი რეფლექსები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირობითი რეფლექსები – შეძენილი რთული შეგუებითი რეაქციები, რომლებიც გამომუშავდება პირობითი გამღიზიანებლისა და მასთან შეუღლებული უპირობო რეფლექსური აქტის აღმძვრელ გამღიზიანებელს შორის დროებითი კავშირის დამყარებისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პათოლოგიური ფიზიოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პათოლოგიური ფიზიოლოგია – 1. (სინ.: ფიზიოპათოლოგია, ზოგადი პათოლოგია) მეცნიერება ავადმყოფი ორგანიზმის ცხოველქმედების შესახებ ან ავადმყოფი ორგანიზმის ფიზიოლოგია. 2. მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის დაავადებულ ორგანიზმში ავადმყოფობისა და კომპენსატორულ – შეგუებითი პროცესების წარმოქმნის, მიმდინარეობისა და გამოსავლის კანონზომიერებებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა

Read More