Tag Archives: შეიგრძნობა

ფლუქტუაცია

ფლუქტუაცია – (ლათ. fluctuatio – ღელვა, რხევა)  სითხის არსებობის სიმპტომი დახურულ, ჩვეულებრივ, ზედაპირულად განლაგებულ ღრუში ელასტიკური კედლით. ფლუქტუაციის გამოსავლენად მკვეთრი ხანმოკლე მოძრაობით აწვებიან გამოსაკვლევ მიდამოს, რის შედეგადაც შეიგრძნობა პალპირებადი ზედაპირის ზამბარისებრი მოძრაობა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

კაპოცის ნიშანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კაპოცის ნიშანი – (Capozzi) გულის საძგერის გაორება ან გასამება გულის არეში,  შეიგრძნობა პალპატორულად; წარმოადგენს ჰისის კონის ფეხის ბლოკადის არამუდმივ ნიშანს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დაკბილული ბორბლის ფენომენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დაკბილული ბორბლის ფენომენი – კუნთოვანი ტონუსის მომატება, რომელიც კუნთის პასიური გაჭიმვისას შეიგრძნობა როგორც არამუდმივი, წყვეტილი, საფეხუროვანი, რის გამოც იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახსრის ღერძს, რომელშიც ხორციელდება მოძრაობა, აქვს დაკბილული აგებულება; აღინიშნება პარკინსონიზმის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა