Tag Archives: შეკავშირების

სინაფსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინაფსი – 1. სტრუქტურა (კონტაქტის ადგილი), რომელიც უზრუნველყოფს ნერვული იმპულსის გადაცემას რომელიმე უჯრედზე ან კუნთოვან ბოჭკოზე, ასევე ერთი ნეირონიდან მეორეზე. 2. სინაფსი – ნეირონის მეორე ნეირონთან, კუნთთან ან სხვა ორგანოსთან კონტაქტის ადგილი, რომლის საშუალებითაც ხდება აგზნების ან შეკავების გადაცემა. 3. სინაფსი – ნერვული უჯრედების შეკავშირების ადგილი (ნეირონების)

Read More

რეპრესორი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეპრესორი – (repressor ლათ.repressio  –  დათრგუნვა)   ნივთიერება, რომელსაც გამოიმუშავებენ გენი – რეგულატორები . მას შეუძლია ფუნქციონირებადი გენის  –  ოპერონის მოქმედების ბლოკირება, რაც იწვევს ცილების სინთეზის დონის შემცირებას. მეტაბოლიტებით, ე.წ.ეფექტორებით, რეპრესორის შეკავშირების დროს ცილების სინთეზი კვლავ აქტიურდება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

ლექტინები

ლექტინები – (ფიტოჰემაგლუტინინები, ფიტოაგლუტინინები) მცენარეული წარმოშობის ცილები, რომელთაც გააჩნიათ სპეციფიკური, ანტისხეულების მსგავსი თვისება – ნახშირწყლებთან შეკავშირების უნარი, მაგრამ თავად ანტისხეულებს არ წარმოადგენენ. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .