Tag Archives: შენახვისა

მეხსიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეხსიერება – 1. (ფსიქოლოგია)წარსული გამოცდილების ორგანიზაციისა და შენახვის პროცესები, რომელიც შესაძლებელს ხდის მის განმეორებით გამოყენებას საქმიანობაში, ან აბრუნებს ცნობიერების სფეროში. მეხსიერება აკავშირებს სუბიექტის წარსულს მის აწყმოსთან და მომავალთან და წარმოადგენს მნიშვნელოვან შემეცნებით ფუნქციას, რომელიც საფუძვლად უდევს განვითარებასა და სწავლებას. 2. (ინტ.)memory – ზოგადად: ობიექტის უნარი, შეინახოს ინფორმაცია;

Read More

დროებითი მეხსიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დროებითი მეხსიერება – მეხსიერების ქვესისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა ოპერატიულ შენახვასა და გადამუშავებას, რომლებიც მომდინარეობენ გრძნობათა ორგანოებიდან და მუდმივი მეხსიერებიდან. სენსორული მეხსიერებიდან დროებით მეხსიერებაში მასალის გადაცემის აუცილებელი პირობაა მისდამი ყურადღების მიპყრობა. ცენტრალური როლს მონაცემთა დროებით შენახვაში ასრულებენ მასალის შინაგანი სახელდებისა და აქტიური განმეორების პროცესები, რომლებიც მიმდინარეობენ ფარული წარმოთქმის

Read More

დაზღვევის დეკლარაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დაზღვევის დეკლარაცია – დამზღვევის განაცხადი დაზღვევის ობიექტისა და რისკის ხასიათის შესახებ. შეიცავს ცნობებს ობიექტის ადგილმდებარეობის, ღირებულების, მდგომარეობის, შენახვისა და გამოყენების წესის, ტექნიკური მზადყოფნის, სახანძრო ან სხვა ავარიული სიგნალიზაციის, აგრეთვე ხარისხობრივი მახასიათებლების (მარკა, მოდელი, სტრუქტურა, შემადგენლობა, ხარისხი და სხვა) შესახებ. გაფრთხილება! ..