Tag Archives: შიგნიდან

ფსევდოპოდიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოპოდიები – (pseudopodiae ბერძნ.pseudos  –  ცრუ და pus, podos  –  ფეხი)  უჯრედების ციტოპლაზმის თითისებრი წანაზარდები, რომელთაც გადაადგილების უნარი აქვთ. ისინი წარმოიქმნებიან შიგნიდან ციტოპლაზმის დაწოლის შედეგად. ფსევდოპოდიები შეიწევს უკან, ციტოპლაზმის სიღრმეში. ამ წარმონაქმნების მეოხებით უჯრედებს გადაადგილება შეუძლია. ისინი ძლიერ დამახასიათებელია ცთომილი  უჯრედებისათვის (მაგალითად, ნეიტროფილურ ლეიკოციტებში, ჰისტიოციტებსა და სხვა

Read More

პერიტონეუმი

პერიტონეუმი – მუცლის თხელი სეროზული აპკი, რომელითაც მუცლისა და მენჯის ღრუს კედლები შიგნიდან არის ამოფენილი. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მუცლის აპკი, პერიტონეუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მუცლის აპკი, პერიტონეუმი – სეროზული გარსი, რომელიც ფარავს მუცლის ღრუს ზოგიერთ ორგანოს, ამოფენს შიგნიდან მის კედლებს; გააჩნია ბარიერული ფუნქცია, ახდენს სეროზული სითხის სეკრეციასა და სითხეებისა და შენაწონების რეზორბციას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ეპენდიმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპენდიმა – გარსი, რომელიც ამოფენს ტვინის პარკუჭებსა და ზურგის ტვინის არხს შიგნიდან. მისი დაზიანება არღვევს ლიკვორ – ენცეფალურ ბარიერს და იწვევს ცერებროსპინური სითხის გასვლას ტვინის ნივთიერებაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა