Tag Archives: ჩაზრდით

პოტის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოტის დაავადება – ტუბერკულოზური სპონდილიტი, ჩვეულებრივ გულმკერდის ქვედა და წელზემოთა დონეზე. წარმოიქმნება ინფექციის ჰემატოგენური გავრცელების შედეგად ფილტვებიდან ან შარდსასქესო ტრაქტიდან. შემდგომში ინფექციის გავრცელება ხდება ტუბერკულოზური გრანულომების ჩაზრდით მალის კორტიკალურ შრეში ან ცივი პარავერტებრალური აბსცესების განვითარებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ლიმფოგრანულომატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფოგრანულომატოზი – ლიმფური სისტემის პირველადი სიმსივნური დაავადება, რომელსაც თან სდევს ლიმფური კვანძების, იშვიათად ელენთისა და სხვა ორგანოების გადიდება. დაავადების სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირად დაავადების პირველ ნიშნებს მიაკუთვნებენ ლიმფური კვანძების გადიდებას, განსაკუთრებით კისრის და ლავიწზედა მიდამოში, უპირატესად მარჯვნივ. ლიმფური კვანძები მკვრივია, მოძრავნი, ელასტიურები, არ არიან შეხორცებულნი კანთან,

Read More

დენდი – უოკერის სინდრომი

დენდი – უოკერის სინდრომი – თავის ტვინის მე – 4 პარკუჭის განვითარების თანდაყოლილი მანკი, რაც იწვევს პარკუჭის კისტოზურ გაფართოებას, ჰიდროცეფალიას, ნათხემის განუვითარებლობას. კლინიკურად ვლინდება ქალაშიდა წნევის მომატებით, ქალას ნერვების დაზიანებით, ატაქსიით. შესაძლებელია გონებრივი ჩამორჩენა. არც თუ იშვიათად, თან ახლავს გულ – სისხლძარღვთა სისტემისა და შარდ-სასქესო სისტემის განვითარების მანკები; მკურნალობა ქირურგიულია.დენდი – უოკერის სინდრომი – დიზრაფიული

Read More