Tag Archives: ჩაზრდის

სინციტიური ტროფობლასტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინციტიური ტროფობლასტი – (syncytiotrophoblastus, syn­trophoblastus) ადამიანის ჩანასახის ტროფობლასტის გარეთა სიმპლასტური ნაწილი, რომელიც იმპლანტაციის პროცესში წარ­მოიქმნება და მკვეთრად გამოხატული ჰიდროლიზური და ინვაზიური თვისებების გამო უზრუნველყოფს იმპლანტაციას. იმპლანტაციის პროცესში ბლასტოციტის პირველადი ტროფობლასტი (ციტოტრო­ფობლასტი  –  cytotrophoblastus) ლორწოვან გარსთან შეხების ადგილას გარდაიქმნება პლაზმოდიოტროფობლასტად  –  ინვაზიურ პლაზმოდიუ­მად, ტროფობლასტს ზედაპირზე უვითარდება გამონადრეკები  – 

Read More

ბალთა ათეროსკლეროზული

ბალთა ათეროსკლეროზული – (plax atherosclerotica) არტერიის შიგნითა კედლის კეროვანი შესქელება, რომელიც წარმოიქმნება შემაერთებელი ქსოვილის ჩაზრდის შედეგად ლიპიდების ჩალაგების ზონაში; წარმოადგენს ათეროსკლეროზის ძირითად მორფოლოგიურ ელემენტს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბადურის სიმსივნეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბადურის სიმსივნეები – (თვალის დაავ.) რეტინობლასტომა – ჭეშმარიტი ავთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც უვითარდებათ ბავშვებს ადრეულ ასაკში – (რამდენიმე თვიდან 2 – 5 წლამდე). სიმპტომები. უხშირესად ზიანდება ერთი თვალი. დაავადება თავდაპირველად შეუმჩნეველია, ხოლო როდესაც ახალწარმონაქმნი აღწევს მნიშვნელოვან ზომებს, მშობლები ამჩნევენ ე.წ. გუგის ნათებას. თვალი დაბრმავებულია, გუგა გაფართოებული, მისი სიღრმიდან

Read More