Tag Archives: ცარიელი

ცარიელი თურქული კეხის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცარიელი თურქული კეხის სინდრომი – თურქული კეხის გაფართოება კეხის დიაფრაგმაში ხვრელის გავლით თიაქრის პარკის გაღწევის შედეგად, რომელიც წარმოქმნილია ქსლისებრი გარსითა და ავსებულია ცერებროსპინuri სითხით. დაავადებულთა შორის სჭარბობს მრავალჯერ ნამშობიარები მსუქანი ქალები, რომელთაც აწუხებთ თავის ტკივილი და არტერიული ჰიპერტენზია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

ვაკუომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვაკუომი – (vacuoma ლათ.vacuus  –  ცარიელი) მცენარეული უჯრე­დის ვაკუოლების ერთობლიობა. ტერმინი შემოიღო (1916) დანჟარმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ვაკუოლი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვაკუოლი – (vacuola ლათ.vacuus  –  ცარიელი)  უჯრედის ციტოპლა­ზმაში სფერული ღრუ, რომელიც შემოსაზღვრულია ციტოპლაზ­მური მემბრანით და ამოვსებულია ჰომოგენური თხიერი შიგთავსით (უჯრედის სითხით). ვაკუოლების ზომა და მათი შიგთავსის ქიმიური შედგენილობა შეიძლება სულ სხვადასხვანაირი იყოს. წარმოქმნის მექანიზმის მიხედვით ვაკუოლები ან ციტოპლაზმური მემბრანის ნაო­ჭებია ციტოპლაზმის სიღ­რმეში (პინოციტოზური ბუშტუკები), ან გოლ­ჯის კომპლექსის

Read More