Tag Archives: ცხოველებისა

ჰისტამინი

ჰისტამინი – ჰისტიდინის ამინომჟავას წარმოებული. შედის არააქტიური, შეკავშირებული სახით ცხოველებისა და ადამიანის ორგანოებსა და ქსოვილებში. მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოთავისუფლდება ალერგიული რეაქციებისას, შოკის დროს, დამწვრობისას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ჰიპოქსანტინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოქსანტინი – პურინის ფუძე, ნუკლეოპროტეიდების ცვლის შუალედური პროდუქტი. წარმოიქმნება ცხოველებისა და ადამიანის ქსოვილებში ნუკლეინის მჟავათა დაშლისას, იჟანგება ქსანტინად, შემდეგ კი – შარდმჟავად. მცირე რაოდენობით შედის რიბონუკლეინის მჟავაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცდომილი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცდომილი უჯრედები – ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ტიპის უჯრედები, როგორც წესი, მეზენქიმური წარმოშობის, რომელთაც ახასიათებთ ამებისმაგვარი მოძრაობა (ამებოციტები, ჰისტიოციტები, მაკროფაგები, პოლიბლასტები, სისხლის უჯრედები). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქალა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქალა – ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის თავის ჩონჩხი. მოზრდილ ადამიანში ქალას ძვლები ერთმანეთთან შეერთებულია ნაკერებით, ახალშობილებს ცალკეული ძვლების შეერთების ადგილზე აქვთ გაუძვლოვანებული უბნები, ანუ ყიფლიბანდები. ადამიანის ქალაში განასხვავებენ ქალას ტვინოვან ნაწილს, რომელშიც თავის ტვინის მოთავსებული და ქალას სახის ნაწილს (ვისცერალურს). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

ფიბრობლასტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბრობლასტები – ცხოველებისა და ადამიანის შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი უჯრედული ფორმა. წარმოქმნის ამ ქსოვილის ბოჭკოებსა და ძირითად ნივთიერებას, ანთებისას მონაწილეობს ჭრილობების დახურვაში, ნაწიბურების წარმოქმნაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა