Tag Archives: წანაზარდი

პოლიგნათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიგნათია – (სტომატ.) polignathia თანდაყოლილი ანომალია: ორმაგი ყბა ან ორმაგი ალვეოლური წანაზარდი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

აპოფიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აპოფიზი – ძვლის მორჩი, განსაკუთრებული წანაზარდი, რომელზეც კუნთის მყესები ემაგრება. აპოფიზი ეპიფიზისაგან განსხვავებით ძვლის მთავარი მასის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

აქსონი

აქსონი – (ნეირიტი) ნერვული უჯრედის (ნეირონის) წანაზარდი, რომელიც ატარებს ნერვულ იმპულსს უჯრედის სხეულიდან ინერვირებადი ორგანოსაკენ, ან სხვა ნერვული უჯრედისაკენ; აქსონის კონები ქმნის ნერვებს. (1) აქსონი (axon) – ციტოპლაზმატური, ნაკლებად განტოტვილი ნეირონის ნაშთი (სიგრძე 1მ-მდე); აქსონის ციტოპლაზმას ეწოდება აქსოპლაზმა, მემბრანას – აქსოლემა. (2) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

აკანთოციტი

აკანთოციტი – ერითროციტი, რომელსაც აქვს 5 – 10 გრძელი წანაზარდი. აკანტოციტი პერიფერიულ სისხლში ვლინდება რიგი დაავადებების დროს (მაგ. აბეტაპროტეინემიის, ნეიროაკანტოციტოზის დროს) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .