Tag Archives: წასვლით

სითბური დაკვრა

სითბური დაკვრა – მწვავედ განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ორგანიზმის თერმორეგულაციის დარღვევით მასზე ჰაერის მაღალი ტემპერატურის ან ინფრაწითელი გამოსხივების (სითბური) ხანგრძლივი ზემოქმედებით; ხასიათდება სხეულის ტემპერატურის მომატებით, გაძლიერებული ოფლდენით, პულსისა და სუნთქვის გახშირებით, თავის ტკივილით, გულისრევითა და ღებინებით, ადინამიით, გულის წასვლით, ხოლო მძიმე შემთხვევებში  –  ფსიქომოტორული აგზნებით, კრუნჩხვებით, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია.

Read More

ორთოსტატიკური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორთოსტატიკური სინდრომი – (syndromum orthostaticum)პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ზოგჯერ ვითარდება სწრაფი გადასვლისას ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში, ან დიდხანს დგომისა დროს; ხასიათდება თავბრუსხვევითა და გულის ფრიალით, იშვიათად გულის წასვლით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ორგანიზმის გაუწყლოვნება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..

Read More

კაროტიდული სინუსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კაროტიდული სინუსის სინდრომი – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება გულის განმეორებადი წასვლით, მკვეთრი ბრადიკარდიისა და პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოების ფონზე. გულის წასვლა პროვოცირდება თავის მობრუნების, ან მჭიდრო საყელოს ტარების დროს კაროტიდული სინუსის გაღიზიანების შედეგად და უკავშირდება ცდომილი ნერვის აქტივაციას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

აორტის სტენოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აორტის სტენოზი – გულის მანკი: აორტის გამომტანის ტრაქტის შევიწროება, რაც აძნელებს სისხლის გამოდენას მარცხენა პარკუჭიდან. შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი (რევმატიზმის, ათეროსკლეროზის დროს). ვლინდება სტენოკარდიით, გულის წასვლით, გულის უკმარისობით. დათვალიერებისას ვლინდება მარცხება პერკუჭის გადიდების ნიშნები და სპეციფიკური აუსკულტაციური სურათი. დიაგნოზი ზუსტდება ექოკარდიოგრაფიით. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული

Read More