Tag Archives: წასულ

ჰიპერტონიული ანგიორეტინოპთია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერტონიული ანგიორეტინოპთია – (თვალის დაავ.) – ჰიპერტონიული დაავადების დროს ბადურასა და მისი სისხლძარღვების პათოლოგიური მდგომარეობა. სიმპტომები. დაავადების საწყის სტადიებში ჩივილები არ არის, მოგვიანებით ვლინდება მუქი ლაქები თვალების წინ, მხედველობის გაუარესება. ოფთალმოსკოპიით მოჩანს რეტინული არტერიების შევიწროება, დაკლაკნილობა, ვენაში მასზე არტერიის გადაკეცვის ადგილას სისხლის სვეტის დამახასიათებელი შეწყვეტები (ჯვარედინი სიმპტომი),

Read More

წინამდებარე ჯირკვლის ადენომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წინამდებარე ჯირკვლის ადენომა – წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნური ზრდა. გვხდება 50 წელს გადაცილებული ასაკის მამაკაცებში. ადენომა ვითარდება ნელა; თანდათანობით აწვება შარდსადენს, აძნელებს შარდის ბუშტის დაცლას. პირველი დამახასიათებელი ნიშანია შარდვის გახშირება, განსაკუთრებით ღამით: შარდის ნაკადი წვრილდება, ეწვეთება ქვევით (ავადმყოფი იშარდავს ფეხებზე), იშხეფება; თანდათანობით ეს მოვლენები ძლიერდება: შარდი გამოიყოფა

Read More

ქრონიკული არასპეციფიკური პოლიართრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული არასპეციფიკური პოლიართრიტი – –  დაავადება იწყება 2 – 4 წლის ასაკში, ზოგჯერ სიცოცხლის პირველ წელზე. აღინიშნება ცხელება, ინტოქსიკაცია, სახსრების შეშუპება და მტკივნეულობა, თავდაპირველად მსხვილი სახსრების (მუხლის, იდაყვის, ტერფ – წვივის, მენჯ – ბარძაყის), შემდეგში ზიანდება ხერხემლის კისრის ნაწილი, სხივ – მაჯის, ყბისა და თითების სახსრები. დაზიანება

Read More

სახსრის ჩირქოვანი ანთება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სახსრის ჩირქოვანი ანთება – (ქირურგ.) ვითარდება სახსრის ჭრილობის დროს ჩირქმბადი მიკრობების მოხვედრის ან მათი შორეული ანთებითი კერებიდან გადატანის შედეგად.  სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე ტკივილების სახსარში, რის გამოც მასში მოძრაობა ძალიან მტკივნეულია და შეუძლებელიც კი. სახსრის მიდამო შესიებულია, მისი კონტურები შეცვლილი, ზეწოლა და მსუბუქი შეხებაც კი აძლიერებს ტკივილს. პალპაციით

Read More