Tag Archives: წელის

ურეტერიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურეტერიტი – შარდსაწვეთის ანთება. ხშირად წარმოადგენს გართულებას თირკმელების ან შარდის ბუშტის ანთებისა, აღინიშნება აგრეთვე აპენდიკულარული აბსცესის, პროსტატიტის დროს. კლინიკურად ხასიათდება შარდის გამტარობის დარღვევით შარდსაწვეთში (ტკივილების წელის არეში). მკურნალობა – ანტიბაქტერიული თერაპია, რიგ შემთხვევებში – ოპერაციული მკურნალობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სედერლენდის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სედერლენდის დაავადება – სედერლენდის სინდრომი. არაინფექციური ინტერსტიციული ნეფრიტის(პიელონეფრიტის) ნაირსახეობა. კლინიკა: დიზურია, პოლიურია, ნიკტურია, სტრანგურია, მაკროჰემატურია, უპირატესად ავადდებიან ახალგაზრდა მამაკაცები, წელის ტკივილი, ლეიკოციტურია, პროტეინურია, ინტენსიური ჩირქოვან ფიბროზული ცისტიტი ლორწოვანის გამოხატული შეშუპებით, თირკმლის, მენჯის ფიალებისა და შარდსაწვეტის ტონუსის დაქვეითება, სპასტიკური შარდის ბუშტი, ურეთრიტი. პროგნოზი კარგი. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

საბრაზეს სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საბრაზეს სიმპტომი – ტკივილი გავა – წელის მიდამოში, რომელიც წარმოიქმნება მჯდომარე ავადმყოფის მიერ ფეხზე ფეხის გადადების დროს. აღინიშნება მწვავე საკროილეიტის შემთხვევაში. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

როზეს სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როზეს სიმპტომი – (Е. Rose, გერმ. ქირურგი) დიდი დუნდულა კუნთის ცალკეული კონების შეტოკვა ჩაქუჩით გავის ძვალზე დაკაკუნებისას; ნიშანია გავა –  წელის რადიკულიტისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პლექსიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლექსიტი – კისრის, მხრის, გავა – წელის ნერვული წნულის დაავადება, გამოწვეული ინფექციებით, ტრავმებით, სიმსივნეებით და სხვ. შედეგად. 2.  ნერვული წნულების ანთებითი დაზიანებების საერთო სახელწოდება. ჩვეულებრივ ვითარდება ავტოიმუნური პროცესების შედეგად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა