შიზომანია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიზომანია – (schizomania; შიზო –   +  მანია)კეთილსაიმედოდ მიმდინარე შიზოფრენიის ატიპიური ფორმების საერთო დასახელება, რომელიც ვითარდება მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობის ნიადაგზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პარატროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარატროფია – (ბერძ. Para მახლობლად, ახლოს + trophe საკვები, კვება) ადრეული ასაკის ბავშვებში კვების ქრონიკული მოშლის ტიპი, რომელიც ხასიათდება სხეულის ჭარბი ან ნორმალური მასით, სიმსუქნით, ასევე ქსოვილთა ჰიდროლაბილობით. განასხვავებენ მის ორ ფორმას: Read More …

მშობიარობის შემდგომი ფსიქოზები

მშობიარობის შემდგომი ფსიქოზები – ფსიქიკური დარღვევების ჯგუფი, რომელიც წარმოიქმნება მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ხშირად აღენიშნებათ პირველად მშობიარეებს. მის ეტიოლოგიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენდოკრინული გარდაქმნა და ვეგეტატიური ძვრები, სისხლის დაკარგვა, გახანგრძლივებული და მძიმე მშობიარობა, შიში, გადაღლა, მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა და სხვ. ხშირად ვითარდება Read More …

habitus asthenicus

habitus asthenicus – ასთენიური აგებულების შერწყმა საერთი ფიზიკურ სისუსტესთან, კანის საფარველის სიფერმკრთალესთან; წარმოადგენს ხანგრძლივი, ხშირად ინფექციური ინტოქსიკაციის (ტუბერკულოზი, პიელონეფრიტი) შესაძლო ნიშანს, ან ინფექციური და ნერვულ – ფსიქიკური დაავადებებისადმი წინასწარგანწყობის ნიშანს.

habitus apoplecticus

habitus apoplecticus – ტანდაბლობის, მოკლე კისრისა და ჯმუხი ფიგურის შერწყმა სახისა და კისრის მოლურჯო – წითელი ფერის კანთან, ხშირად კანქვეშა კაპილარული ქსელის ფონზე; წარმოადგენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევებისადმი, ჰიპერტონიული დაავადებებისადმი წინასწარგანწყობის შესაძლო ნიშანს.