Tag Archives: წლობით

სნედონ – ვილკინსონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სნედონ – ვილკინსონის სინდრომი – (სინ.: სუბკორნეალური პუსტულოზური დერმატოზი) – ქრონიკული დერმატოზი, რომელიც ხასიათდება სუბკორნეალური წვრილი პუსტულების წარმოქმნით, რომლებიც წრისებურად ან ხაზობრივად არიან განლაგებული სხეულის კანზე, იღლიისქვეშა ფოსოებში და საზარდულის ნაოჭებში; წარმოადგენს შედარებით იშვიათ დაავადებას. კლინიკურად ხასიათდება პირველადი ელემენტის – პატარა, 5 მმ – მდე დიამეტრის პუსტულის,

Read More

ნაფხანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაფხანი – (კანისა და ვენ. დაავ.) დაავადებას თან სდევს გამონაყრის გაჩენა და ქავილი. განასხვავებენ კვანძოვან და გებრის ნაფხანს. კვანძოვანი ნაფხანი ხშირად უვითარდებათ 25 – 50 წლის ასაკის ქალებს. ეტიოლოგია და პათოგენეზი უცნობია. სიმპტომები. უპირატესად ზედა და ქვედა კიდურების კანზე ჩნდება ნახევარსფეროსებური, ოსპის ზომიდან ბარდას მარცვლის ზომის, ზოგჯერ

Read More

კეირის ერითროპლაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კეირის ერითროპლაზია – (L. Queyrat, ფრანგი დერმატოლოგი; ბერძ. Erythros წითელი + plasis ფორმირება, ჩამოყალიბება; სინ.: კეირის დაავადება, წყლულოვან – მემბრანული ბალანიტი, ერითროპლაზია) ლორწოვანი გარსების შიგაეპითელური სიმსივნე (კიბო). ეტილოგია ცნობილი არ არის, მაკროსკოპულად კეირის ერითროპლაზია ხასიათდება მკვეთრად შემოსაზღვრული პოლიციკლური კერით; ზოგჯერ აღინიშნება ზედაპირული დაწყლულება უმნიშვნელო სეროზული გამონაყოფით. სუბიექტური

Read More

დიპლობაცილური კონიუნქტივიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიპლობაცილური კონიუნქტივიტი – (თვალის დაავ.) ეტიოლოგია. გამომწვევი – მორაკს – აქსელფელდის გრამდადებითი დიპლობაცილები. სიმპტომები. ძლიერი ქავილი, თვალის გარეთა და შიგნითა კუთხეებში ქუთუთოების კანის შეწითლება, მაცერაცია და ნახეთქები. ქუთუთოების კონიუნქტივა, განსაკუთრებით თვალის ნაპრალის კუთხეებში, ჰიპერემიულია; გაფაშრებული; გამონადენი უმნიშვნელოა, ბლანტი. ზოგჯერ რქოვანას ზედაპირულ შრეებში წარმოიქმნებიან ინფილტრატები. არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში

Read More

ანგიოლუპოიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიოლუპოიდი – (angiolupoid) კანის იშვიათი დაავადება, რომელიც ავტორთა უმრავლესობის აზრით, წარმოადგენს ბეკის სარკოიდის სახესხვაობას. კლინიკურად აღინიშნება იისფერი ან მოყვითალო – მოწითალო ფერის, მრგვალი ან ოვალური ბალთები, გლუვი ზედაპირითა და ტელეანგიექტაზიებით. ბალთები რბილი კონსისტენციის, უმტკივნერულო, ზომით 2 – 3 სმ – ია; ლოკალიზდებიან ცხვირზე, თვალის შიგნითა კუთხეში, იშვიათად

Read More