Tag Archives: წყლის

საპონინები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საპონინები – მცენარეული გლიკოზიდები, რომლებიც იხსნებიან წყალში კოლოიდური ხსნარების წარმოქმნით, ამცირებენ წყლის ზედაპირული დაჭიმულობის ძალას და მსგავსად საპნისა, წარმოქმნიან ქაფს; მედიცინაში იყენებენ როგორც სამკურნალო საშუალებას; სტეროიდული საპონინები გამოიყენება სტეროიდული ჰორმონების მისაღებად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სამკურნალო ტალახი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამკურნალო ტალახი – ბუნებრივი წარმონაქმნები, რომელიც შედგება წყლის, მინერალური და ორგანული ნივთიერებებისაგან; წარმოადგენს ერთგვაროვან, წვრილდისპერსულ, პლასტიურ მასას, რომელიც ხასიათდება გარკვეული სითბური ეფექტით, რის გამოც გამოიყენება გაცხელებულ მდგომარეობაში სამკურნალო მიზნებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა