Tag Archives: ხასიათისაა

ოფლაინ – ტექნოლოგიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოფლაინ – ტექნოლოგიები – (ინტ.), off lineშეტყობინებათა კომუნიკაციის საშუალებები ქსელურ საინფორმაციო სივრცეში, რომლებშიც ინფორმაციის გაცვლა არსებითად ასინქრონული ხასიათისაა, მაგალითად, გზავნილობათა სიები, ახალი ამბების ჯგუფები, ვებ – ფორუმები და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტი – მიეკუთვნება პროგრესირებად დემიელინიზირებად ლეიკოენცეფალიტებს და ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დისემინირებადი დაზიანებით. დაავადება ინფექციურ – ალერგიული ხასიათისაა; გამომწვევი სავარაუდოდ ნეიროტროპული ვირუსია. დაავადება ხშირად ვითარდება რესპირატორული ან ნაწლავური ინფექციის კვალდაკვალ. იწყება მწვავედ; აღინიშნება თავის ტკივილი, ზოგადი სუსტე, შემცივნება ტემპერატურის მომატება, შესაძლოა აღინიშნებოდეს ხველა, სურდო.

Read More

ენცეფალიტი ტკიპისმიერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ენცეფალიტი ტკიპისმიერი – თავის ტვინის ანთებითი დაავადებების ჯგუფის საერთო სახელწოდება. ხშირად ინფექციური ხასიათისაა. გამოყოფენ პირველად და მეორად ენცეფალიტებს. პირველად ენცეფალიტს საფუძვლად უდევს ინფექციური აგენტის (ვირუსები, იშვიათად მიკოპლაზმები, რიკეტსიები, სპიროქეტები და სხვ.) შეღწევა ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლით და უპირატესად თავის ტვინის რუხი ნოვთირების დაზიანება. ზოგჯერ ენცეფალიტი დაკავშირებული არაა ინფექციასთან

Read More

აორტალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აორტალგია – ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც მოგვაგონებს სტენოკარდიას, თუმცა მისგან განსხვავებით უფრო მუდმივი ხასიათისაა (შესაძლოა გაგრძელდეს საათობით და დღეებით). აღინიშნება აორტის გამოხატული ათეროსკლეროზის დროს, სიფილისური და სხვა აორტიტების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და

Read More