ფაზურკონტრასტული მიკროსკოპია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფაზურკონტრასტული მიკროსკოპია – უჯრედების შესწავლის მეთოდი სინათლის მიკროსკოპში, რომელსაც აქვს ფაზურკონტრასტული მოწყობილობა. სინათლის ტალღების ფაზათა გადაადგილებისა და სხვა ამპლიტუდიან ტალღებად მათი გარდაქმნის მეოხებით ფაზურკონტრასტულ მიკროსკოპში გამოსაკვლევი ობიექტის სტრუქტურების კონტრასტულობა მატულობს. ფაზურკონტრასტული მიკროსკოპი შეუცვლელი ხელსაწყოა ცოცხალი შეუღებავი უჯრედების შესასწავლად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა