Tag Archives: ჰემიანოფსია

ჰირშის ტრიადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰირშის ტრიადა – (О. Hirsch, ავსტრიელი ქირურგი)  ბიტემპორული ჰემიანოფსიის, ჰიპოფიზის დისფუნქციისა და რენტგენოლოგიურად გამოვლენილი თურქული კეხის გაფართოების ან დაშლის ურთიერთშერწყმა, რაც დამახსაიათებელია ჰიპოფიზის ქრომოფობული ადენომისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სტერჯ – ვებერის დაავადება

სტერჯ – ვებერის დაავადება – ხასიათდება ანგიომატოზური ლაქების არსებობით სამწვერა ნერვის ტოტების ინერვაციის მიდამოში და ეპილეფსიური შეტევებით. უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება გონებრივი ჩამორჩენა, ჰემიპარეზი პიგმეტური ლაქის მოპირდაპირე მხარეზე, ჰემიანოფსია. ზოგ შემთხვევებში ფსიქიკა შენარჩუნებულია და ბავშვები ნორმალურად ვითარდებიან. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლეიკოენცეფალოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეიკოენცეფალოპათია – (მულტიფოკალური პროგრესული) იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება დიდი ნახევრასფეროების თეთრი ნივთიერების, ნათხემის, თავის ტვინის ღეროს არაანთებითი დაზიანებით. გამომწვევია ვირუსი, რომელიც იწვევს მიელინის მაპროდუცირებელი ოლიგოდენდროციტების მასიურ დაღუპვას. ვლინდება პროგრესირებადი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით (ჰემიპარეზი, ჰემიანოფსია, ატაქსია და სხვ.). თავზურგტვინის სითხეში ცვლილებები არ აღინიშნება. ლეტალობა დგება რამდენიმე თვის განმავლობაში.

Read More