Tag Archives: ჰემიპარეზი

სტერჯ – ვებერის დაავადება

სტერჯ – ვებერის დაავადება – ხასიათდება ანგიომატოზური ლაქების არსებობით სამწვერა ნერვის ტოტების ინერვაციის მიდამოში და ეპილეფსიური შეტევებით. უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება გონებრივი ჩამორჩენა, ჰემიპარეზი პიგმეტური ლაქის მოპირდაპირე მხარეზე, ჰემიანოფსია. ზოგ შემთხვევებში ფსიქიკა შენარჩუნებულია და ბავშვები ნორმალურად ვითარდებიან. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სასმენი ნერვის ნევრინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასმენი ნერვის ნევრინომა – კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნი, რომლებიც წარმოქმნიან სასმენი ნერვის ვესტიბულური ნაწილის გარსს.  ნერვის ზეწოლის შედეგად ავადმყოფს თანდათანობით უვითარდება სმენის ცალმხრივი დაქვეითება და ხმაური ყურში. სიმსივნის შემდგომი ზრდისას შესაძლოა განვითარდეს დიზართრია, დისფაგია, ატაქსია, ჰემიპარეზი, ჰიდროცეფალია და ქალაშიდა ჰიპერტენზია. დიაგნოზი დგინდება აუდიომეტრიის, კომპიუტერული და მაგნიტურ – რენანსული ტომოგრაფიის

Read More

ლეიკოენცეფალოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეიკოენცეფალოპათია – (მულტიფოკალური პროგრესული) იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება დიდი ნახევრასფეროების თეთრი ნივთიერების, ნათხემის, თავის ტვინის ღეროს არაანთებითი დაზიანებით. გამომწვევია ვირუსი, რომელიც იწვევს მიელინის მაპროდუცირებელი ოლიგოდენდროციტების მასიურ დაღუპვას. ვლინდება პროგრესირებადი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით (ჰემიპარეზი, ჰემიანოფსია, ატაქსია და სხვ.). თავზურგტვინის სითხეში ცვლილებები არ აღინიშნება. ლეტალობა დგება რამდენიმე თვის განმავლობაში.

Read More

გიიენ – ალანჟუან – მატიეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გიიენ – ალანჟუან – მატიეს სინდრომი – (G. Guillain, ფრან. ნევროპათოლოგი; Th. Alajouanine, ფრან. ნევროპათოლოგი; A. Mathieu, ფრან. ექიმი) ჰემიპარეზი, რომელიც ვლინდება მგრძნობელობის ცალმხრივი მოშლით, ნათხემოვანი დარღვევებით (ინტენციური კანკალი, ჰემიასინერგია, ადიადოქოკინეზი), თითების ქორეოათეტოზური მოძრაობებითა და ცალმხრივი საფეთქლისმიერი ჰემიანოფსიით; აღინიშნება ჰიპოთალამუსის მახლობლად თავის ტვინის დაზიანების დროს. გაფრთხილება! ბმულები:

Read More