ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობა – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ღვიძლის ფუნქციის დარღვევით მისი მწვავე ან ქრონიკული დაზიანების შედეგად. ღვიძლის მწვავე უკამრისობის მიზეზებია ვირუსული ჰეპატიტები, ასევე ღვიძლის ტოქსიკური დაიზანებები, მათ შორის წამლისმიერი ჰეპატიტები. ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა წარმოიქმნება ქრონიკული ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზის, მძიმე მექანიკური სიყვითლის, ღვიძლის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების დროს. ვლინდება მადის დაკარგვით, გულისრევით, ღებინებით, ტკივილით მარჯვენა ფერდქვეშა არეში, სიყვითლის